მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი ბაიდენს მოუწოდებს, სანქციები მოხსნას და ბირთვულ შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს

ირანი აშშ-ს მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, თეირანს სანქციები მოუხსნას, ირანი კი, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას სრულად განახორციელებს. ამის შესახებ „ალჯაზირა“ წერს. 

უცხოური გამოცემის თანახმად, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ 2015 წლის ისტორიულ შეთანხმებას კვლავ შეუერთდება, რომელზეც 6 სახელმწიფო შეთანხმდა და ცნობილია, როგორც P5 + 1, თუ ირანიც დაუბრუნდება შესაბამისობას.

„ზარიფი აშშ-სგან კომპენსაციას არ მოითხოვდა, განსხვავებით ისეთი ლიდერებისგან, როგორიცაა პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ის ამას იმ ზიანის სანაცვლოდ ითხოვდა, რომელიც თეირანმა აშშ-ს განახლებული სანქციებით განიცადა“, - წერს „ალჯაზირა“.

„თუ ბაიდენს სურს შეასრულოს აშშ-ის ვალდებულებები, ჩვენც შეგვიძლია დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ შეთანხმებულ ვალდებულებებს. მოლაპარაკებები შესაძლებელია P5 + 1 ფარგლებში. მზად ვართ, განვიხილოთ შეერთებულმა შტატებმა როგორ შეიძლება დადოს ხელახლა შეთანხმება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სიტუაცია გამოსწორდება. ბაიდენს შეუძლია გააუქმოს ყველა სანქცია სამი აღმასრულებელი ბრძანებით“,- აღნიშნა ზარიფმა.