მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი კასპიის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

ირანის წვრთნები კასპიის ზღვაში

ირანმა 30 ივნისს კასპიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ tasnimnews.com იუწყება.

სამხედრო წვრთნებში საბრძოლო ხომალდები, სარაკეტო დანადგარები, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატებია ჩართული. სამხედრო მანევრებში საზღვაო ქვეითები და სპეცდანიშნულების ძალები მონაწილეობენ.

წვრთნების დროს შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების ტაქტიკა იქნება შესწავლილი. მისი მიზანია ირანის ჩრდილოეთ საზღვრის და საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ირანის ოფიციალური წყაროების ცნობით, წვრთნების მიზანია კასპიის ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.