მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანული სანქციები“ - ირანის პრეზიდენტი

ებრაჰიმ რაისი

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

რაისი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ქვეშაა, ირანელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, რომელიც გაუარესდა 2018 წლიდან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანს სანქციები დაუწესა ბირთვული შეთანხმების დატოვების გამო.

„ჩვენ შევეცდებით მოვიხსნათ ამერიკის მიერ დაწესებული ტირანული სანქციები“, - განაცხადა რაისმა, რომელიც ივნისში აირჩიეს ჰასან რუჰანის ნაცვლად.

„ჩვენს ეკონომიკას უცხოელთა ნებას არ დავუქვემდებარებთ“, - აღნიშნა მან.