მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის ატომურმა სადგურმა მუშაობა შეაჩერა

ირანის ატომური ელექტროსადგური გაჩერდა

ირანის ერთადერთმა ატომურმა სადგურმა, რომელიც ბუშერში მდებარეობს, „ტექნიკური პრობლემების“ გამო მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სადგურზე უშტატო სიტუაცია შეიქმნა. ატომური სადგური დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული.

კონკრეტულად რა სახის ტექნიკურ პრობლემაზეა საუბარი, უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის გამო, შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება მოხდეს. რამდენიმე თვის წინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბუშერის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეიძლება შეაჩეროს, რადგანაც სანქციების გამო ირანი სადგურის მუშაობისთვის აუცილებელ დანადგარებს ვერ ყიდულობს.

ბუშერის ატომური ელექტროსადგური 2011 წლიდან მუშაობს. ის რუსეთში წარმოებულ ურანს იყენებს. ეს ატომური სადგურის გაჩერების პირველი შემთხვევაა.