მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის ლიდერი ბირთვულ შეთანხმებაზე კონკრეტულ ქმედებებს ელოდება

ალი ხამენეია

ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი აცხადებს, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე ირანი დასავლელი პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ექვსმა სახელმწიფომ, ვისთანაც 2015 წელს ბირთვული შეთანხმება შედგა, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და არა დაპირებები მოგვცეს“ - განაცხადა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვაში.

თეირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აპრილის შემდეგ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რათა ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას დაუბრუნდნენ, რომელიც 2018 წელს დონალდ ტრამპმა გააუქმა და ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. საპასუხოდ თეირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება აღადგინა და ამისთვის ახალი ცენტრიფუგები შექმნა.

ევროკავშირის დიპლომატებს მიაჩნია, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია, მაგრამ მოლაპარაკების ყველაზე რთული რაუნდი ჯერ კიდევ წინ არის.