მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის სამხედრო ხომალდი ორმუზის სრუტესთან ჩაიძირა (ვიდეო)

ირანული გემი ჩაიძირა

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „ჰარგი“ ორმუზის სრუტესთან გაჩენილი ხანძრის გამო ჩაიძირა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. 20-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად გემის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მის ბორტზე მყოფი 400 ადამიანი ევაკუირებულია.

ეკიპაჟის 20-მა წევრმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის მიზეზები უცნობია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და შემდეგ მთელ ხომალდს მოედო.