მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალა

ირანში კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალეს

ირანმა 4 თვით კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა. ამის მიზეზად ელექტროენერგიის დეფიციტი სახელდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ირანის ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, ირანში მაინერების 85% ყველანაირი ლიცენზიის გარეშე მუშაობს.

ირანში რამდენიმე კვირაა გვალვაა და ამის გამო ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი სრული სიმძლავრით ვერ მუშაობს. შედეგად ქალაქებში დენის მიწოდება ხშირად წყდება.

24 მაისს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მაინინგზე დამატებითი რეგულაციები დაწესდება. ამის გამო ორმა მსხვილმა მაინერმა, BTC.TOP და HashCow-მა მუშაობა შეწყვიტა. კრიპტოვალუტის ბირჟები Bybit და Huobi კი ჩინეთის კლიენტების მომსახურებას შეწყვეტენ.