მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში სამხედრო თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ორი პილოტი დაიღუპა

ირანში პილოტები დაიღუპნენ

ირანში სამხედრო თვითმფრინავის, F-5-ის ტექნიკურ გაუმართაობას ორი პილოტი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო IRNA იუწყება.

ინციდენტი ჰუზესტანის პროვინციაში, დიზფულის სამხედრო ბაზაზე მოხდა. შემთხვევის მომენტში ავიაგამანადგურებელი მიწაზე იმყოფებოდა და პილოტები სასწავლო ფრენისთვის ემზადებოდნენ.

ამერიკული წარმოების F-5-ის ტიპის თვითმფრინავები ირანში დაახლოებით 40 წლის წინ იყო იმპორტირებული. აშშ-სგან სამხედრო ტექნიკა ირანმა ისლამურ რევოლუციამდე შეიძინა. ამ დროისთვის ეს ტექნიკა მოძველებულია და ირანი მის განახლებას ცდილობს.