მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოყვა

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა. 

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებას პალესტინელი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაიჭრა.

ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკება 12 წლის პალესტინელი ბიჭის დაკრძალვის დროს მოხდა.

გამოცემის ცნობით, ასობით პალესტინელმა ისრაელის ძალებს ქვები ესროლა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ხებრონთან.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ პალესტინელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.