მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიამ არავაქცინირებულ ადამიანებზე შეზღუდვები დაამტკიცა

კორონაპასპორტი

იტალიაში მთავრობამ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაამტკიცა, - ამის შესახებ გარდიანი იუწყება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

დრაგიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის გავრცელება.

„5 აგვისტოდან, სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებში, საცურაო აუზებსა და სავარჯიშო დარბაზებში დაიშვება მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოცემის ცნობით, „მწვანე პასპორტი“ ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

„დელტა“ ვარიანტი საშიშია. ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები. ყველა იტალიელს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ ისევ ყველაფრის დახურვა მოგვიწევს“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, საშვი ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც მინიმუმ ერთი ვაქცინის დოზა აქვს მიღებული.