მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა (ვიდეო)

ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა

ამერიკელი მილიარდერი, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდა. მასთან ერთად კოსმოსში ბეზოსის ძმა, მარკი და 82 წლის ყოფილი პილოტი ქალი უოლი ფანკი გაფრინდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

მეოთხე ასტრონავტი 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი იყო. კოსმოსური ხომალდი New Shepard კომპანია Blue Origin-მა შექმნა, რომელიც ბეზოსმა 2000 წელს დააარსა. ხომალდი ბეზოსის კოსმოდრომიდან აფრინდა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს.

ხომალდი 100 კმ-ის სიმაღლეზე აფრინდა, ხოლო შემდეგ დედამიწაზე მართვადი დაფრენა განახორციელა.

YouTube-ში ბეზოსის ხომალდით ფრენა პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები. ექსპერტები ამას მილიარდერთა კოსმოსური რბოლის ახალ ეტაპს უწოდებენ.

ამასთანავე, ბეზოსის და რიჩარდ ბრენსონის გაფრენაზე ექსპერტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან არის თუ არა ეს ნამდვილად კოსმოსში გაფრენა. საქმე ისაა, რომ სპეციალისტები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, სად მთავრდება დედამიწის ატმოსფერო და იწყება კოსმოსი, მიახლოებით ეს 100 კმ-ის სიმაღლეზე ხდება, რასაც კარმანის ხაზი ეწოდება.

იმის გამო, რომ რიჩარდ ბრენსონი თავისი რაკეტოპლანით 90 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა, ბეზოსის კომპანიაში ამას კოსმოსში გაფრენას არ უწოდებენ. მათი აზრით, ბრენსონს ასტრონავტის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს.

ბოლო დროს მეცნიერებმა სპეციალური დანადგარის მეშვეობით დაადგინეს, რომ 118 კმ-ის სიმაღლეზე ატმოსფერული ქარი აღარ მოქმედებს და იწყება კოსმოსური ნაწილაკების მოქმედება. თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ არც ბრენსონის არც ბეზოსის გაფრენა „კოსმოსში გაფრენა“ არ იქნება.