მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ქაბულის აეროპორტი

ავღანეთის დედაქალაქიდან დოჰას მიმართულებით მესამე ჩარტერული რეისი შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ლაინერმა ქაბულიდან დოჰას მიმართულებით 170 სამოქალაქო პირი გადაიყვანა. მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ აშშ-ის, ბელგიის, ბრიტანეთის, ხორვატიის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის მოქალაქეები. მგზავრებს შორის ასევე ავღანელებიც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეისის შესრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ყატარის ხელისუფლებამ „თალიბანთან“ შეთანხმებას მიაღწია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ავღანეთის ჟურნალისტთა ცენტრი ორი ავღანელი ჟურნალისტის ცემას აპროტესტებს

✔️ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა ამერიკას გააძლიერებს - ექსპერტი

✔️ „თალიბანმა“ ავღანეთიდან დოლარების გატანა აკრძალა