მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყანდაარში ათასობით ავღანელმა თალიბანის წინააღმდეგ აქცია გამართა

თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ათასობით ავღანელმა თალიბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ავღანელებმა თალიბანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც ადგილობრივებმა სამხედრო დასახლება უნდა დატოვონ.

თალიბანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასახლების დატოვება 3000-მდე ოჯახს უწევს. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სცემდნენ ყველას, ვისაც ბურკა არ ეცვა“ - ახალგაზრდა ქაბულელი ქალი თალიბანის შესვლაზე

🔴 ევროკავშირს „თალიბანი“ არ უღიარებია - ურსულა ფონ დერ ლაიენი