უცხოეთი

ყარაბაღზე საუბრისას, პუტინმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება გაიხსენა

ვლადიმერ პოუტინი
ყარაბაღზე და
საქართველოზე
1605680526
დაკოპირებულია

სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის არაღიარება აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი  იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„მთიანი ყარაბაღის აღიარება-არაღიარების საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად განვიხილოთ, მაგრამ ეს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის არაღიარებას მოვლენათა მსვლელობაზე თავის დაღს ასვამს“ - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე გაიხსენა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი და საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებას „დანაშაული“ უწოდა. „რუსეთის სამშვიდობო ძალებზე განხორციელებული დარტყმები იყო დანაშაული. ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რაც მოსახლეობის ნების დადასტურება იყო“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინი რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ყირიმის მოსახლეობის ნებას დაეთანხმა და ყირიმი რუსეთს მიუერთა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს.

1627631640

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

1627631436

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავს.

1627631167

შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1627631139
მიხეილ ჩხენკელი

პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინო...

„პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კორონავირუსის ტესტი გერმანიაში ნებისმიერ...

კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესასვლელად 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გარდაი...

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე, ჟურნალისტი ჰუსეინ ბახიკანოვი გარდაიცვალა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფის მიმარ...

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.გ-ს და გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.