მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ საკუთარი პასპორტი შეჭამა

ქართველმა კანონიერმა ქურდმა პასპორტი შეჭამა

ქართველმა კანონიერმა ქურდმა ავთანდილ კობეშავიძემ მეტსახელად ავთო კოპალამ, რომლის დეპორტაცია უკრაინიდან საქართველოში იგეგმებოდა, თვითმფრინავში საკუთარი პასპორტი შეჭამა. ამის შესახებ kompromat1.pro იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, კობეშავიძე კიევიდან ბათუმში უნდა ჩაფრენილიყო. თვითმფრინავში ჩასხდომის შემდეგ მან საკუთარი პასპორტი შეჭამა. ამის გამო ავთო კოპალას დეპორტაცია ვერ განხორციელდა.

8 ივლისს უკრაინის სასამართლომ ავთო კობეშავიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი საქართველოში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

ავთო კოპალა 1955 წელს დაიბადა. ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდად მიიჩნევა.