მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს ხელმძღვანელი მთიან ყარაბაღში სომხეთის პატრიარქის ვიზიტს აპროტესტებს

კავკასიის მუსულმანთა უფროსის განცხადება

კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალახშუკურ ფაშაზადემ მთიან ყარაბაღში სომხეთის პატრიარქის ვიზიტს აპროტესტებს. ამის შესახებ report.az იუწყება.

„სომხეთს 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ჰქონდა ოკუპირებული. ის გაეროს რეზოლუციებს არ ასრულებდა. იყო მცდელობები ეს კონფლიქტი რელიგიურად ექციათ, მაგრამ მოსკოვში, თბილისში, ერევანში, ბაქოში გამართული შეხვედრების შემდეგ ამის საფრთხე მოხსნილი იყო. სამწუხაროა, რომ ამ სამშვიდობო მოწოდებებს და მცდელობებს სომხეთის ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, პირიქით, ის ჩვენი მიწის ოკუპაციას მხარს უჭერდა. სამწუხაროა, რომ ეს ქმედება დღესაც გრძელდება, სწორედ ამის მაჩვენებელია ჰანკენდიში (სტეფანაკერტში) სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორეს ვიზიტი, რომელიც იქ რევანშისტული მოწოდებებით გამოვიდა. ასევე მან ქრისტიანული ძეგლებისთვის თითქოს არსებულ საფრთხეზე ისაუბრა, რაც სრული სიცრუეა.

მილიტარისტულ რიტორიკას არავისთვის სარგებელი არ მოაქვს. ომმა სომხეთის ბევრ ოჯახს ტრაგედია მოუტანა. ასეთი დამოკიდებულება რეგიონში მცხოვრები ეთნოსების, პირველ რიგში კი სომხების განვითრებას და აყვავებას ხელს არ უწყობს. მღვდელმსახურის მისია მშვიდობას და სიწყნარეს უნდა უწყობდეს ხელს, და არა კონფლიქტებს და კონფრონტაციას. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას და რელიგიურ ლიდერებს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ამ ქმედებებს პასუხი გასცენ“ - განაცხადა კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ბოლო დღეებში აზერბაიჯან-სოხმეთის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ გამწვავდა. მხარეები ერთმანეთს საზღვრის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებენ.