მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქერჩში ძლიერი წყალდიდობაა (ვიდეო)

წყალდიდობა რუსეთში

კოკისპირულმა წვიმებმა რუსეთის ქალაქ ქერჩში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ rg.ru იუწყება.

ნალექის რაოდენობამ 90 მილიმეტრი შეადგინა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და ავტომობილები. წყალდიდობამ ადგილობრივი სტადიონიც დააზიანა.

სტიქიის ზონიდან 125 ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი, რომლებიც დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. წყალდიდობის გამო რაიონულ საავადმყოფოს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ოკუპირებულ ყირიმში წყალდიდობის გამო 40 ათას ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 20 ათასი სასმელი წყლის გარეშე რჩება. წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში 285 ადამიანი მონაწილეობს.