უცხოეთი

ხარკოვიდან მოსკოვამდე რაკეტის ფრენის დრო 10 წუთს შეადგენს - პუტინი

პუტინი უკრაინაზე
1623316859
დაკოპირებულია

თუ უკრაინა ნატოში შევა, ალიანსის რაკეტას 10 წუთი დასჭირდება, რომ ხარკოვიდან მოსკოვამდე მიაღწიოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდა. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე რაკეტის ფრენის დრო 7-10 წუთამდე შემცირდება. აქამდე ის პოლონეთიდან ან რუმინეთიდან 15 წუთს შეადგენდა. არის თუ არა ეს ჩვენთვის წითელი ხაზი? რა თქმა უნდა არის“ - განაცხადა პუტინმა „როსია-1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

პუტინის თქმით, ადრე მიცემული დაპირების მიუხედავად, ნატოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღეს და აშშ-მა იქ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსა, რომლებიც შეტევისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. პუტინის თქმით, ე.წ. კარიბის კრიზისი 1960-იან წლებში იმის გამო შეიქმნა, რომ აშშ-სთვის კუბაზე საბჭოთა რაკეტების განთავსება მიუღებელი იყო, სწორედ იმიტომ, რომ ის აშშ-ის ტერიტორიასთან ძალზე ახლოს მდებარეობს. „ჩვენი რაკეტები კანადის სამხრეთ ნაწილში, ან მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში რომ ყოფილიყო განთავსებული, იქნებოდა თუ არა ეს წითელი ხაზი აშშ-სთვის,“ - ამბობს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მოსახლეობის 50%-ს ნატოში შესვლა არ სურს და „ეს ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებსაც არ უნდათ საზარბაზნე ხორცად ქცევა და ცეცხლის ხაზზე აღმოჩენა“.

ცნობისთვის, 2021 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად უკრაინის მოსახლეობის 64% ნატოში შესვლა სურს, 12% კატეგორიული წინააღმდეგია, ხოლო 7% ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. დანარჩენები პასუხისგან თავს იკავებენ.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირება განიხილება, რაც ნიშნავს იმას რომ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

1623743147

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავლენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

1623741867

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623741518

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623741424
პატრულის მანქანა - დეტალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის...

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე - „ირაკლი ღარიბაშვილის ფ...

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის გა...

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.