მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის წყალსაცავში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი იპოვეს

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი კიევის წყალსაცავში 20 ივნისს გაუჩინარდა და მისი ცხედარი ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა. რაც შეეხება ბავშვის მამას, მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კიევის წყალსაცავი, რომელიც ასევე კიევის ზღვის სახელით არის ცნობილი, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით, მდინარე დნეპრზე მდებარეობს. მისი ფართობი 922 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.