მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინები ეფექტურია“ - ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერი 2020

„COVID 19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს ქვეყანაში, შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე ვირუსის პირველი ვარიანტი“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ახალი ვარიანტი სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

ამასთან, ჯონსონი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები ეფექტურია.

„ყველა არსებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ამჟამინდელი ვაქცინები ეფექტური რჩება კორონავირუსის ძველი ვარიანტის და ამ ახლის წინააღმდეგ“, - აცხადებს ჯონსონი.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 3 მლნ-ს აჭარბებს.