მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოსკოვში კვლავ შეზღუდვები დაწესდება

ახალი შეზღუდვები მოსკოვში

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო მოსკოვში კვლავ შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

13 ივნისიდან დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ თანამშრომლების მინიმუმ 30% დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ. ასევე ონლაინ-მუშაობაზე 65 წელს გადაცილებული პირები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები უნდა გადავიდნენ.

არასამუშაო დღეები 12-დან 20 ივნისამდე გაგრძელდება. ხელფასი თანამშრომლებისთვის შენარჩუნებული იქნება. ასევე 13-დან 20 ივნისამდე შეწყვეტენ მუშაობას ზოოპარკები, ფუდკორტები, ბავშვთა სათამაშო ოთახები. ბარებს, კაფეებს და კლუბებს 23.00-დან 06.00 საათამდე მუშაობა ეკრძალებათ. დაშვებული იქნება მხოლოდ გატანის სერვისი.

ბოლო ინფორმაციით, მოსკოვში კორონავირუსის 6701 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაქსიმალური რაოდენობაა მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ.