მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებულებს თმის საღებავზე ალერგიული რეაქცია აღენიშნებოდათ - BBC

ალერგია თმის საღებავზე

დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ რეგიონში სილამაზის სალონის თანამშრომლები კლიენტებს შორის თმის საღებავზე ალერგიულ რეაქციაზე იუწყებიან, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები კორონავირუსით ინფიცირდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

კერძოდ, საუბარია დამწვრობაზე და გამონაყარზე, რომელიც ამ ადამიანებს დაუფიქსირდათ.

ამ ფაქტით ლონდონის იმპერიული კოლეჯის სპეციალისტები დაინტერესდნენ, რომლებიც შეეცდებიან დაადგინონ, შეუძლია თუ არა Covid 19-ს ჩვენი იმუნური სისტემის თავიდან „დაპროგრამება“.

დიდი ბრიტანეთის პარიკმახერთა და კოსმეტოლოგთა ორგანიზაცია თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საღებავის გამოყენებამდე კლიენტებს დამატებითი ტესტები ჩაუტარონ, რათა მომავალში სასამართლო სარჩელებისგან თავი აირიდონ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 თმის არასწორად შეჭრის გამო ინდოეთში სილამაზის სალონი 271 000 დოლარით დაჯარიმდა