მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა- ეპიდვითარება ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

კორონავირუსით ინფიცირების 25 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში.

Worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდვირუსის შედეგად 727 ადამიანი გარდაიცვალა. ბრაზილიაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 ივნისის მონაცემებით 1 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 58 385-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 757 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო ვირუსის დამარცხება.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.