მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში

საპროტესტო აქციები

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

საპროტესტო გამოსვლები იმართება საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში.

პროტესტის ნიშნად მთელ საფრანგეთში, დაახლოებით 200,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ახალი კანონის წინააღმდეგ, რაც ასევე ავალდებულებს ვაქცინაციას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. პარიზში, დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

„პირადად მე არ ვარ აცრილი და არც ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება გვეკრძალება, მაღაზიებში სიარული, აუზებზე, კინოთეატრებსა, თუ სხვაგან, ამას არ აქვს მნიშვნელობა… სიცოცხლე ფასდაუდებელია. თავისუფლება, ეს არის ზუსტად ის, თუნდაც არ იყოს აცრილი და არ დანებდეს მთავრობის შანტაჟს“ - განაცხადა ერთ-ერთმა პროტესტის მონაწილემ.

შვეიცარიის საზღვრის გასწვრივ 4000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ლუცერნში პროტესტი ყოველგვარი ვაქცინაციის წინააღმდეგ. საფრანგეთის დემონსტრანტების მსგავსად, ისინიც მიიჩნევენ, რომ ეს არის როგორც თავდასხმა სამოქალაქო თავისუფლებაზე.

იტალიის დედაქალაქ რომში კი ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი იყო ორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ვაქცინირებული ადამიანებისათვის შეზღუდვების კვლავ ძალაში დატოვებას ეწინააღმდეგებოდნენ.