მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრავჩუკი: რუსეთს დღეს მეგობრები არ ჰყავს, მხოლოდ მტრები ან მასზე დამოკიდებულები

კრავჩუკი რუსეთზე

„რუსეთს დღეს საერთაშორისო არენაზე პარტნიორები არ ჰყავს, ვისაც მასთან მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობები ექნებოდა. არსებობენ მხოლოდ რუსეთის მტრები ან მასზე დამოკიდებული ქვეყნები,“ -  ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას 24tv.ua ავრცელებს. 

„უკრაინა სწორედ რუსეთის მტრების ბანაკშია. რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნებს კი ბელარუსი ეკუთვნის. უკრაინამ თავისი თავდაცვისუნარიანობა უნდა განამტკიცოს, რადგანაც რუსეთი მას მტრად მიიჩნევს“ - განაცხადა კრავჩუკმა.

მისი თქმით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ან განახლების შესახებ გადაწყვეტილებას სეპარატისტები არ იღებენ, არამედ პირდაპირ ბრძანებებს მოსკოვიდან იღებენ.

კრავჩუკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ რუსეთმა მათ განხილვაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე დღეა, რაც მდგომარეობა გამწვავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრორუსი „ბოევიკები“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ცეცხლს უხსნიან.

ასევე წაიკითხეთ:

➡️ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 21-ჯერ გაიხსნა

➡️ „ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“ - ვლადიმერ ზელენსკი

➡️ შესაძლოა თუ არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდოს? – Euronews