უცხოეთი

კრემლში პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

ფაშინიანი და პუტინი
1634053930
დაკოპირებულია

კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ მიმდინარე წელს ეს არის ორი ქვეყნის ლიდერების რიგით მეოთხე შეხვედრა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პუტინმა აღნიშნა, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

„ჩვენი საუბრის მთავარი საკითხი მაინც რეგიონში არსებულ სიტუაციას შეეხება. მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით“, - აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერმაც. ფაშინიანმა პუტინს მოსკოვში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ასეთი ხშირი შეხვედრები მოწმობს ჩვენი ურთიერთობების მაღალ დინამიკასა და მის მნიშვნელობაზე. რასაკვირველია, დინამიკური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, რეგიონში ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვისაუბროთ სიტუაციის სრულ სტაბილიზაციაზე.

ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება. ნათელია, რომ რუსეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა განვიხილო მთელი ეს დღის წესრიგი თქვენთან ერთად,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.