მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუბა ვაშინგტონს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

კუბა აშშ-ს ადანაშაულებს

კუბა აშშ-ს არალეგალური მიგრაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა ჰავანაში საელჩოში ამერიკის ვიზის გამარტივებული წესით გაცემაზე უარი განაცხადა.

კუბელები ხშირად ცდილობენ აშშ-ში ემიგრაციას, თუმცა ფლორიდის ყურის გადაკვეთა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ მიგრანტებით სავსე ნავი ბაჰამის კუნძულებთან ამოტრიალდა და რამდენიმე ადამიანმა წყალში 14 საათი გაატარა, ვიდრე ისინი გადაარჩინეს. 12 ადამიანი სამაშველო გემებმა გადაარჩინა, სამის, მათ შორის ორი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2017 წლამდე აშშ-ში ჩასული კუბის მოქალაქე ავტომატურად იღებდა თავშესაფრის უფლებას, თუმცა ეს წესი აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააუქმა. ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში ჩასვლას ათასობით კუბელი ცდილობს.