მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუბის ლიდერმა თანამდებობა დატოვა

რაულ კასტრო გადადგა

კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ ქვეყნის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კუბურ გამოცემა Granma-ზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რაულ კასტრო კუბას 12 წლის განმავლობაში მართავდა. ივნისში მას 90 წელი შეუსრულდება. ამით კუბაზე ძმები კასტროების მმართველობის ეპოქა დასრულდა, რომელიც 60 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

კუბის რევოლუციის ბელადმა ფიდელ კასტრომ თავისი ძმა რაული მემკვიდრედ 1997 წელს დაასახელა. 2000-იანი წლების დასაწყისში რაულ კასტრო ოფიციალურად გახდა კუბის კომუნისტური პარტიის და ქვეყნის ლიდერი.

ახლა კუბის კომუნისტური პარტიის ლიდერის თანამდებობას ქვეყნის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი დაიკავებს. ის ქვეყნის ლიდერი საკმაოდ რთულ სიტუაციაში ხდება. კუბაში ეკონომიკური კრიზისია, ხოლო მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივის არარსებობის გამო მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა მატულობს.