მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუბის ტერიტორიაზე მეტეორიტი ჩამოვარდა (ვიდეო)

მეტეორიტი დაეცა კუბაში

კუბის ტერიტორიაზე მეტეორიტი ჩამოვარდა. მანამდე ის რამდენიმე თვითმხილველმა გადაიღო. ინფორმაციას cubadebate.cu ავრცელებს. 

მეტეორიტი ქალაქ მოას სიახლოვეს ჩამოვარდა. თვითმხილველებმა ორი აფეთქების ხმა გაიგეს. მეტეორიტი, სავარაუდოდ, ატმოსფეროში შესვლის შემდეგ აფეთქდა და მცირე ნაწილებად დაიშალა. კუბის სეისმოლოგიურმა სამსახურმა ორი აფეთქება დააფიქსირა, თუმცა არც ერთი მათგანი დედამიწის ზედაპირზე არ მომხდარა.

მეტეორიტის ჩამოვარდნას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.