მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ვაქცინა მისასალმებელია“ - მერკელი პუტინს რუსული ვაქცინის შესახებ ესაუბრა

კანცლერი

„რუსული კოვიდვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირში, თუ მარეგულირებელი ორგანო მას მიიღებს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

„ევროკავშირში ყველა ვაქცინა მისასალმებელია“, - განაცხადა მერკელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.

მერკელმა დაამატა, რომ მან ახლახანს ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვაქცინის შესახებ.

ჟურნალ „Lancet“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ რუსული ვაქცინა „Sputnik V“ 91% - ით ეფექტურია COVID 19–ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში მარტის ბოლოს აცრა 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება .

მან ყველას მოუწოდა "ცოტა ხნით კიდევ მოითმინონ".

გერმანია და ევროკავშირი ცდილობდნენ გაზარდონ ვაქცინების განაწილების ტემპი.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვაქცინაციის ხისტი გეგმის შედგენა,” - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ეს უნდა იყოს „დინამიური“ და ადაპტირებადი სიტუაციისთვის, რაც დამოკიდებულია მომარაგებასა და მიწოდებაზე.