მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვიპროსში „ქალაქი მოჩვენების“ გახსნის გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭო აპროტესტებს (ვიდეო)

ქალაქი მოჩვენება კვიპროსში

გაეროს უშიშროების საბჭომ თურქეთს კვიპროსის „ქალაქი მოჩვენების“ გახსნის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.

ქალაქი ვაროშა, რომელიც 1974 წლამდე ტურისტული ცენტრი იყო, კვიპროსზე თურქული ჯარის შეჭრის შემდეგ ცარიელია. ახლა კი თურქეთის ხელისუფლებამ ვაროშას აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე დღის წინ კვიპროსის თურქული ნაწილის ლიდერმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ ქალაქი-მოჩვენების ნაწილი, რომლის ფართობი 3,5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სამხედროდან სამოქალაქო ხელისუფლებას გადაეცემა.

კვიპროსის ოკუპირებული ქალაქის ცალმხრივი გახსნა კუნძულის გაერთიანებას ხელს შეუშლის - აცხადებენ ევროკავშირში. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაროშას ნებისმიერ ნაწილში მოსახლეობის ჩასახლება, რომელიც იქ ადრე არ ცხოვრობდა, არის ყოვლად დაუშვებელი.

1974 წლადმე ვაროშაში 15 000-მდე კვიპროსელი ბერძენი ცხოვრობდა, რომლებმაც თურქული ჯარის შეჭრის შემდეგ ქალაქი დატოვეს. ეს რაიონი 2020 წლამდე დახურული იყო, მაგრამ გასულ წელს ანკარამ მისი „განმეორებითი გახსნის შესახებ“ განაცხადეს.