მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან არ დავუშვებთ“ - უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, სკოლებში ლგბტქ საკითხების პროპაგანდასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება.

მისივე თქმით, ის სკოლებში არ დაუშვებს ლგბტ საკითხის პოპულარიზაციას.

„ევროპარლამენტს და ევროკომისიას სურს, რომ ჩვენ ლგბტქ აქტივისტები შევუშვათ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. უნგრეთს ეს არ სურს“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.

მისივე თქმით, ეს ბრიუსელის ბიუროკრატების საქმე არ არის და მხოლოდ უნგრეთს ეხება.

„რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ არ დავუშვებთ ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან“, - დასძინა ორბანმა.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა.

კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტია იყო. კანონპროექტს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო ლგბტ აქტივისტებმა ბუდაპეშტში საპროტესტო აქციები გამართეს. მათ ქალაქის მერმა გერგეი კარაჩონამ დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე:

✔️ უნგრეთში არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა ოფიციალურად აიკრძალა

✔️ ევროკომისია ლგბტ პირებთან დაკავშირებით უნგრეთში მიღებული კანონის გამოძიებას ატარებს