მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერის მომხრეა

ნაუსედა საქართველოზე

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოსა და უკრაინის უფრო მტკიცე მხარდაჭერის მომხრეა, ვინაიდან მათ ნატოში გაწევრიანების სურვილი აქვთ. ამის შესახებ ნაუსედამ ტვიტერში დაწერა.

„ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ნატოს სამიტის წინ კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და 2030 წლის გეგმის სრულ შესაბამისობაში ვიმოქმედოთ. ბალტიის ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი აქვთ“ - წერს ნაუსედა.

ცნობისთვის, გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის პირველივე დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პატარა ხურვალეთის შესასვლელთან გამართავს.

ნატოს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.