მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ჩინური სმარტფონების გადაგდებისკენ მოუწოდებს

ჩინური სმარტფონები ლიეტუვაში

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ ჩინური სმარტფონების შეძენისგან თავი შეიკავონ და ის ჩინური ტელეფონები, რომლებიც უკვე აქვთ, გადააგდონ. ამის შესახებ CNN იუწყება.

ქვეყნის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Xiaomi Corp-ის მიერ წარმოებულ სმარტფონებში ცენზურის პროგრამებია ჩატვირთული, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი ტერმინების დაბლოკვა, როგორებიცაა „თავისუფალი ტიბეტი“, „გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას“ და „მოძრაობა დემოკრატიისთვის“.

შესაბამისი ინფორმაცია ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო ორგანომ გაავრცელა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი პროგრამები დისტანციურად შეიძლება ჩაირთოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე Xiaomi Mi 10T 5G-ის პროგრამული უზრუნველყოფა გათიშული იყო.

ბოლო დროს ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც ტაივანმა ლიეტუვაში წარმომადგენლობა გახსნა, ჩინეთმა პეკინიდან ლიეტუვის ელჩის გაწვევა მოითხოვა.

ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, Xiaomi დაშიფრულ მონაცემებს აგზავნის სპეციალურ სერვერზე, რომელიც სინგაპურში მდებარეობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეფონების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.