მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკში გაზსადენი აფეთქდა (ვიდეო)

აფეთქება ლუგანსკში

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქში გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება. 

აფეთქება პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების მიზეზები უცნობია. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ცეცხლის სიმაღლე 20 მეტრს აღწევდა.

მეხანძრეებმა და სარემონტო ბრიგადებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

🔱 ეგვიპტეში გაზსადენი აფეთქდა