უცხოეთი

„ლუგარის ლაბორატორია დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას“ - როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი

ლუგარი და პოპოვი
1632402761
დაკოპირებულია

„რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი თბილისში ძალიან დიდ რისკებს უქმნის რუსეთს“, - ამის შესახებ როსპოტრებნადზორის დირექტორმა ანა პოპოვამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პოპოვას თქმით, საქართველოს „ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი“ დაკარგული აქვს.

„ჯერ ერთი, ეს ძალიან ახლოსაა და მეორეც, ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც, ჩემი აზრით, დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მაღალი რისკია“, - აღნიშნა პოპოვამ.

როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, რამდენიმე რუსულმა მედიამ ერთდროულად მოამზადა ახალი სტატიები და ისტორიები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

რუსული მედია განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, რომელიც გამოცემა „სვობოდნაია პრესას“ მიერ, 13 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო, სახელწოდებით - „თბილისის ლუგარის ცენტრში რაღაც საშინელებაა გამოკვეთილი: მოგველის თუ არა C ჰეპატიტის პანდემია?“.

ისინი, საუბრობენ „161 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი საიდუმლო პროგრამის“ მონაცემების გაჟონვის შესახებ. მედიასაშუალებები C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის კონტექსტში, ამტკიცებენ, რომ „საქართველო ბიოლოგიური იარაღის საცდელად იქცა“.

17 სექტემბერს REN TV–მ კიდევ ერთხელ უთხრა თავის მაყურებელს, რომ „ლუგარის ლაბორატორია საშიშია მთელი მსოფლიოსთვის“. ტელეარხმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჯეფრი სილვერმანთან, რომელსაც რუსული მედია წარმოადგენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც ცხოვრობს ქართულ სოფელ დავითიანში.

სილვერმანი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს რუსულ მედიასთან და ირწმუნება, რომ საქართველოში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, მათ შორის სამხედროებზე.

იმავე დღეს, 17 სექტემბერს, რუსულმა ხუთმა არხმა გამოაქვეყნა ინტერვიუ სილვერმანთან. კომენტარში ნათქვამია, რომ „ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ექსპერიმენტული წამლისგან“ საქართველოში.

18 სექტემბერს სილვერმანი გამოჩნდა NTV-ს სიუჟეტში სახელწოდებით „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პენტაგონის ექსპერიმენტების საცდელ ადგილად იქცნენ“. მისი აზრით, მთელი საქართველო არსებითად არის „ერთი დიდი პენტაგონის ლაბორატორია“.

NTV ჟურნალისტი, ასევე, ესაუბრა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს.

„ეს ისეთი ველური ტყუილია. ველური ტყუილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ მედიაში გავრცელებულ ცნობებსა და ჯეფრი სილვერმანის ბრალდებებზე.

NTV-ს ჟურნალისტი გაკვირვებული დარჩა, როდესაც იმნაძემ მედიასაშუალებები თბილისის ლაბორატორიის მოსანახულებლად მიიწვია, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ენახათ. მანამდე, ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელობამ არა ერთხელ მიიწვია რუსი სპეციალისტები ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251
15 ოქტომბერი

ნატყვიარი ბეირუთში, მგზავრი სრული ეკიპირებით,...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.