მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიამისა და ჰელსინკის აეროპორტებში კოვიდინფექციის გამოსავლენად ძაღლებს იყენებენ

ძაღლებს კოვიდის დასადგენად გამოიყენებენ

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისა და ასევე მაიამის აეროპორტებში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად ძაღლებს იყენებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას guardian ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ჰოლანდიური მწყემსის ჯიშის ძაღლი და ბელგიური მოლინუა აეროპორტებში შეეცდებიან მგზავრებს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინონ.

ჰელსინკის საპილოტე სქემის მკვლევარები ამბობენ, რომ ძაღლებს ვირუსის ამოცნობა წამებში შეუძლიათ. ჰელსინკის აეროპორტში უკვე 4 ძაღლია დასაქმებულია.

ძაღლები COVID 19- ის საცდელი პილოტური პროგრამის ნაწილს წარმოადგენენ.

„30-დღიანი პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ორი ჯიშის ჩაერთვება, რათა COVID 19-ის გავრცელება შეაჩეროს, ხოლო მგზავრებს საშუალება მიეცემა დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ“, - წერს გამოცემა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მაიამი პირველი ქალაქი გახდა, სადაც ვირუსის გამოსავლენად ძაღლები დასაქმდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 229 მლნ-ს აჭარბებს

✔️ 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

✔️ „სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე ბუსტერ დოზის გაკეთებას განვიხილავთ“ - თამარ გაბუნია