მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მახსოვს, რომ დავგმეთ 11 სექტემბრის ტერაქტები“ - „თალიბანის“ პრესსპიკერი

თალიბანის პრესსპიკერი

„თალიბანის“ განცხადებით, თალიბებმა 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმეს და მაშინ აშშ-ს დამნაშავეთა გამოვლენაში თანამშრომლობა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„თალიბანის“ წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინის თქმით, 20 წლის შემდეგ სამართლიანობა აღდგა და ავღანეთმა თავისუფლება მოიპოვა.

„მახსოვს, რომ ჩვენ დავგმეთ ტერაქტები. აბდულ სალამ ზაიფი იყო ელჩი (პაკისტანში) და მე ვიყავი მისი თანაშემწე. ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია და დავგმეთ მომხდარი. ჩვენ ვთქვით, რომ ვითანამშრომლებდით, რათა ნამდვილი დამნაშავე გამოვლენილიყო.

ვითხოვეთ, რომ საკითხი გადაგვეწყვიტა დიალოგის გზით და ნუ შემოიჭრებოდნენ ავღანეთში და შემოჭრის შედეგი თქვენ წინაშეა. მაგრამ მათ არ მოგვისმინეს და მოვიდნენ ავღანეთში და დაიკავეს ის თანამედროვე იარაღის საშუალებით. იმ დროს აქ იყო 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი მათი ალიანსებიდან. მაგრამ შედეგი არის ის, რის შესახებაც ჩვენ 20 წლის წინ გავეცით გაფრთხილება. ხალხის მხარდაჭერით, დავიბრუნეთ ჩვენი თავისუფლება”, - აღნიშნა შაჰინმა.

ცნობისთვის, „ალ ქაიდამ“ 20 წლის წინ აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტისთვის ბაზად სწორედ ავღანეთის ტერიტორია გამოიყენა.

ტერაქტის შემდეგ „თალიბანმა“ რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში იმყოფებოდა, „აშშ-სთვის „ალ-ქაიდას“ ლიდერების გადაცემაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ ამერიკული ჯარი ავღანეთში შევიდა და თალიბების მთავრობა დაამხო. ამერიკის სამხედრო ოპერაცია ამ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.