უცხოეთი

მარკუს ჰელდი: საქართველო სწორ გზას ადგას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ნაწილში

ბუნდესტაგის წევრი მარკუს
ჰელდი ოპოზიციას
მოუწოდებს, უარი არ თქვან
ერთობლივი ძალისხმევით
მოლაპარაკებული შედეგის
მხარდაჭერაზე
1593158676
დაკოპირებულია

ბუნდესტაგის წევრი მარკუს ჰელდი ოპოზიციას მოუწოდებს, უარი არ თქვან ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკებული შედეგის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ მარკუს ჰელდი tagesspiegel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სტატიის თანახმად, სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და საარჩევნო რეფორმის დანერგვის მიზნით. ჯამში, 150 წევრით დაკომპლექტებულ საკანონმდებლო ორგანოში ხსენებულმა ინიციატივამ 115 კანონმდებლის ხმა მიიღო.

ხანგრძლივი და ზოგჯერ რთული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები კომპრომისზე წავიდნენ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების კენჭისყრისას. გერმანიის ფედერალური პარლამენტისა (ბუნდესტაგის) და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრის მარკუს ჰელდისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ.

კომპრომისი მდგომარეობს შემდეგში: 150 პარლამენტის წევრიდან 120-ის არჩევა მოხდება პროპორციული სისტემით, დანარჩენი 30 ადგილი მაჟორიტარული პრინციპით განისაზღვრება. ამასთანავე, ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტის მიმღები პარტიები პარლამენტში მოხვდებიან. ასევე, შეთანხმებულია, რომ ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მქონე პარტიები ვეღარ იქონიებენ უწინდელ საპარლამენტო უმრავლესობას.

„ხმის მიცემის ახალი სისტემა ძალაში უნდა იყოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს მარკუს ჰელდი და დასძენს, რომ „1991 წელს სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იქნება საქართველოსთვის“.

ეს ქართველების გამარჯვება იქნება, რადგან ხმის მიცემის სამართლიანი სისტემა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია ჯეროვანი დემოკრატიისთვის.

მარკუს ჰელდი იქვე აცხადებს, რომ „ამომრჩეველთა ხმები აღარ დაიკარგება, თუ საარჩევნო უბანზე კანდიდატი გამარჯვებულის უკან აღმოჩნდება. საარჩევნო უბნებში აბსოლუტური გამარჯვების მქონე კანდიდატის უკან მდგომი და ამდენად მეორე ადგილზე გასული კანდიდატები პარლამენტში მაინც მოხვდებიან პროპორციული სისტემის წყალობით“.

„სამწუხაროდ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განზრახ შეიკავეს თავი მეორე მოსმენაში მონაწილეობისგან“, - დასძენს ბუნდესტაგის წევრი და ყველა პარტიას მოუწოდებს საარჩევნო რეფორმის რაც შეიძლება მეტი ხმით მხარდაჭერისკენ, რადგან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერდნენ მხარს 8 მარტის შეთანხმებას.

„ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყოველთვის აქებდნენ საარჩევნო რეფორმას და აცხადებდნენ, რომ ყველა პარტიამ უნდა მისცეს მას ხმა“, - აცხადებს მარკუს ჰელდი, - „თუ ეს არ მოხდა, 31 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ძველი კანონის შესაბამისად ჩატარდება და შეურიგებელ კონფრონტაციას ვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ყველას დაჟინებით ვთხოვ, დაიცვან შეთანხმება სიტყვითა და საქმით, სრულად აღასრულონ მისი სულისკვეთება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რათა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა წარმატებით დამტკიცდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ეს იქნება საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის მიღწეული წარმატება“.

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Pia.ge

უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მ...

„ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

„ხომ შეიძლება რომ გავაკეთოთ დაავადებათა და რისკის შემცველი კატალოგი და ვთქვათ, რომ აი, ამ ასაკის ბავშვთა, აი ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებული რისკ ჯგუფები, ეს ხომ შეიძლება? - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1635365920

„ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი „იპსო“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას.

1635365477

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას.

1635364336

„ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ზიდავს და ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

1635364291
საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი pia.ge

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, I...

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

„სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრ...

„ზუგდიდის მერიაში ვინც ღირსეულია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ყველანი დარჩებიან და, ასევე, შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისაგან მერია“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„კალმარის თამაშები“ - რა საიდუმლოებებს ი...

სამხრეთ კორეული სერიალი „კალმარის თამაშები“ 2 კვირის განმავლობაში 111 მილიონმა მაყურებელმა ნახა და Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა.

„პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ...

„რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“, გასაგებია ვის ხელშია ქვეყანა. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დამყარება, სამართლიანობის აღდგენა რომ უნდოდეთ, მეათე წელია ხელისუფლებაში არიან და ყველაფრის თავის ადგილზე დალაგება შესაძლებელი იყო“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.