მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარტივი კითხვა მაქვს, რატომ არ ვართ ნატო-ში გაწევრიანებული?“ - ზელენსკი ჯო ბაიდენს

უკრაინის პრეზიდენტი 2020

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ახალ ლიდერს ჯო ბაიდენს კითხვით მიმართავს.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუწყოს.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა სჭირდება უკრაინას შეერთებული შტატებისგან, ზელენსკი აცხადებს, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ნატო-ში გაწევრიანება.

„ჩვენ მადლიერი ვართ ყველაფრისთვის. უკრაინას სურს იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს არის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა აშშ-ის პრეზიდენტთან.

ბატონო პრეზიდენტო ჯერ კიდევ რატომ არ ვართ ნატოს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, დონბასში კონფლიქტი არ მოხდებოდა.

ინფორმაციისთვის, ნატომ 2018 წელს უკრაინა ალიანსში წევრობის კანდიდატად მიიღო.