მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე განგში კორონავირუსით გარდაცვლილის ათობით ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

ინდოეთში ცხედრები მდინარეში

ინდოეთში, მდინარე განგში ათობით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ, კორონავირუსით დაიღუპნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

იმ რაიონის მოსახლეობა, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, ვარაუდობენ, რომ ეს ცხედრები მდინარეში იმიტომ ჩააგდეს, რომ კრემატორიუმები გადავსებული იყო, ხოლო ოჯახებს ე.წ. რიტუალური კრემაციის საშუალება არ ჰქონდათ.

ინდოეთის ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, 40-მდე ცხედარი მდინარეში ბიხარსა და უტარ-პრადეშის შტატების საზღვართან ახლოს ჩააგდეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთში კორონავირუსისგან ყოველდღიურად დაახლოებით 4000 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი პანდემიის დაწყებიდან 250 000 შეადგენს.