მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში, აკაპულკოში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აკაპულკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 7.8 მილის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად, დაინგრა და დაზიანდა შენობები. ხალხი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მექსიკის სახელმწიფო ელექტროსადგურმა Comision Federal de Electricidad-მა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად მეხიკოში 1,6 მილიონი მომხმარებელი დაზარალდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გამაფრთხილებელმა სისტემამ მექსიკა შესაძლო ცუნამის შესახებ გააფრთხილა.