მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერკელი და მაკრონი აშშ-სგან და დანიისგან ჯაშუშური სკანდალის გამო განმარტებას მოითხოვენ

მერკელი და მაკრონი ჯაშუშობაზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-სგან და დანიისგან ჯაშუშობის შესახებ ფაქტების გამო განმარტებებს მოითხოვენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„მოკავშირეების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები მიუღებელია“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ბერლინი და პარიზი ჯაშუშობასთან დანიის კავშირის საქმეში ინფორმაციის გასაჯაროებას ელოდება.

მერკელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით დანიის მხარის განმარტება მისთვის მისაღებია და ის დამატებით განმარტებებს მოითხოვს, რისთვისაც სანდო ურთიერთობები არსებობს. თავის მხრივ, კოპენჰაგენიც ჯაშუშობის ფაქტებს გაემიჯნა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ტრინე ბრამსენის განცხადებით, მოკავშირეების წინააღმდეგ სისტემატური ჯაშუშობა მიუღებელია.

ეს ინფორმაცია სწორედ დანიის სამხედრო დაზვერვამ გაასაჯაროვა. მისი მიხედვით, აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის და საფრანგეთის პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჯაშუშობდა, მათ შორის გერმანიის კანცლერიც იყო. ექსპერტების დასკვნა, რომელიც ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, 2012-2014 წწ მოიცავს. გამოძიების ინფორმაციით, ამერიკული მხარე SMS შეტყობინებებს, სატელეფონო ზარებს და სხვა ინფორმაციაზე მიყურადებას აწარმოებდა, რისთვისაც დანიის წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელებს იყენებდა და ამაში დანიის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა გერმანიის კანცლერის გარდა მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანცლერობის კანდიდატს პერ შტაინბრიუკს უთვალთვალებდა.