მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Microsoft-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე კვლავ კიბერშეტევა განხორციელდა

ახალი კიბერშეტევა აშშ-ზე

კომპანია Microsoft-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე კვლავ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ blogs.microsoft.com იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეტევა ანალიტიკურ ცენტრებზეც განხორციელდა. ამისთვის ჰაკერებმა USAID-ის ელექტრონული მარკეტინგული აკაუნტი გამოიყენეს.

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდნეტის თომას ბერტის ინფორმაციით, შეტევა 150 ორგანიზაციის 3 ათასამდე მონაცემთა ბაზაზე განხორციელდა. ეს ორგანიზაციები ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარულ და საერთაშორისო განვითარების საკითხებზე მუშაობენ.

კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კიბერშეტევის უკან დაჯგუფება Nobelium დგას, რომელიც 2020 წელს SolarWinds-ის IT ფირმებზე თავდასხმის უკან იდგა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ SolarWinds-ზე თავდასხმის უკან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დგას.

მოსკოვი კიბერშეტევებთან კავშირს უარყოფს. რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი სწორედ ამ თავდასხმებს უკავშირდება.

ცნობისთვის, 16 ივნისს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების, ჯოზეფ ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს.

იხილეთ ასევე:

🔅 მოსკოვი ბაიდენის და პუტინის შეხვედრაზე დიდ იმედს ამყარებს