მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა

მოდერნას ვაქცინა

აშშ-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა აშშ-ის წამლების და სურსათის ხარისხზე ზედამხედველობის სამმართველომ გასცა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

Moderna-ს ვაქცინის რეგისტრაციის შემდეგ ეს მეორე ვაქცინა იქნება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მიეცა.

Moderna-ს ვაქცინის 6 მილიონი დოზა უკვე დამზადებული და უახლოეს მომავალში აშშ-ში მისი გავრცელება დაიწყება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაქცინის ოფიციალურ რეგიოსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე „ტვიტერში“ დაწერა, რომ Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში ოფფიციალურად რეგისტრირებულია.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

🔅 Moderna-ს ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ სამი თვით ქმნის