მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის კლინიკებში კოვიდვაქცინაციის არმქონე პირებს გეგმურ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ

ვაქცინის არმქონე პირებს სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ

იმ პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არა აქვთ გაკეთებული, მოსკოვის კლინიკებში გეგმურ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

როგორც გამოცემას მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში აცნობეს, ეს გადაწყვეტილება დროებითია და ის პაციენტების უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. შესაბამისად ადამიანებს, თუ მათ ჰოსპიტალიზაციამდე აცრა არა აქვთ გაკეთებული, გეგმურ სამედიცინო დახმარებას, მაგ. ოპერაციას, არ გაუკეთებენ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ახალი წესები არ შეეხება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს და იმ პაციენტებს, ვისაც ვაქცინის მიმართ უკუჩვენებები აღენიშნებათ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

საუბარია ვაჭრობის და მომსახურების სფეროს, საზოგადოებრივი კვების, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების, კომუნალური მეურნეობის წარმომადგენლებზე და სახელმწიფო მოხელეებზე.

ამ სფეროში მომუშავე ხელმძღვანელ პირებს თანამშრომელთა 60%-ის ვაქცინაცია უნდა უზრუნველყონ. პირველი დოზით ვაქცინაცია 15 ივლისამდე უნდა მოხდეს, ხოლო მეორე 15 აგვისტომდე.