მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეუშვებენ

მოსკოვის რესტორნებში ახალი წესები

მოსკოვის რესტორნებში და კაფეებში 28 ივნისიდან მხოლოდ ვაქცინირებულ, კოვიდგადატანილ ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს შეუშვებენ. შესაბამისი დადგენილება მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოსცა. ამის შესახებ BBC იუწყება.

Covid 19-გან თავისუფალი ზონების ექსპერიმენტში საწყის ეტაპზე 100 რესტორანი ჩაერთო.

ვიზიტორს სპეციალური QR კოდი უნდა ჰქონდეს. ქაღალდის ცნობით ვიზიტორები რესტორნებში არ დაიშვებიან. კოდის მიღება ინტერნეტის მეშვეობით ან პოლიკლინიკაში მისვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კაფეებს და რესტორნებს QR კოდის შემოწმების სისტემა უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობის უფლება ექნებათ.

22 ივნისიდან კი მოსკოვში კონცერტებზე, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებზე 500 ადამიანზე მეტის დასწრება ეკრძალებათ. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება QR კოდების სისტემის გამოყენების რეკომენდაციას გასცემს.

მოსკოვში და მთლიანად რუსეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. საავადმყოფოებში კვლავ თავისუფალი ადგილების პრობლემაა. ამის გამო მოსკოვის მერიამ მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა.