მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის სასამართლო დღეს ალექსეი ნავალნის საკითხს იხილავს

ნავალნის სასამართლო

მოსკოვის სიმონოვის რაიონის სასამართლო დღეს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საკითხს იხილავს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეუცვალოს თუა რა „ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით. ამის შესახებ zona.media იუწყება. 

სასამართლოსთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ადგილზე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები მორიგეობენ. შენობასთან ნავალნის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

გამოცემა Meduza იუწყება, რომ სიმონოვის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც ნავალნის საკითხი განიხილება, სხდომის დაწყებამდე თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ პროცესზე სხვა მოსამართლე დანიშნეს.

ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. 19 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრემლი დიდი ხნით ნავალნის ციხეში ჩასმას გეგმავს. ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით, 23 და 31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მხოლოდ 31 იანვარს პოლიციამ საერთო ჯამში 7 ათასადმე ადამიანი დააკავა.

იხილეთ აგრეთვე:

📨 ნავალნის ფილმს პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს

📨 რუსეთში საპროტესტო აქციებზე 5 ათასი ადამიანი დააკავეს