მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში ალიევის, ფაშინიანის და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)

ალიევი ფაშინიანი პუტინი

მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში 10 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხები იქნება განხილული.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების საკითხებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ, გზების გახსნას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას“ - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დღეს ჩავიდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა, შესაძლოა, საზღვართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. მას შემდეგ რეგიონში რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა.

იხილეთ აგრეთვე:

ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ

ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა