უცხოეთი

მსოფლიოს უდიდესმა ხორცმწარმოებელმა კომპანიამ ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით 11 მლნ დოლარის გადახდა აღიარა

ჰაკერებს გამოსასყიდი
გადაუხადეს
1623320111
დაკოპირებულია

მსოფლიოში ხორცის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ JBS-მა აღიარა, რომ მან ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 11 მლნ დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ BBC იუწყება.

დაახლოებით ორი კვირის წინ ჰაკერებმა კომპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს, რის შემდეგ კანადასა და ავსტრალიაში JBS-ის რამდენიმე კომბინატის მუშაობა შეჩერდა.

როგორც JBS USA-ის გენერალურმა დირექტორმა ანდრე ნოგეირმა განაცხადა, გამოსასყიდის გადახდა „მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" იყო. მისი თქმით, გამოსასყიდი ჰაკერებს მათი მოთხოვნის შესაბამისად ბიტკოინებით გადაუხადეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კლიენტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარა. ამჟამად გამომძიებლები და კომპანიის უსაფრთხოების სამსახური მისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას სწავლობენ.

FBI-ის ინფორმაციით, კიბერშეტევის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დგას, რომლის სახელია REvil და Sodinokibi. JBS-ზე ცოტა ხნით ადრე ჰაკერული თავდასხმა Colonial Pipeline Co-ზე მოხდა, რომლითაც აშშ-ში საწვავის მიწოდება ხდება. Colonial Pipeline-მაც გამოსასყიდი ბიტკოინებში გადაიხადა. მოგვიანებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჰაკერების ერთ-ერთი ელექტრონული პორტმანი გატეხა და 2,3 მლნ დოლარის ბიტკოინები დააბრუნა.

კიბერთავდასხმების გამო აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამ დანაშაულთან ბრძოლის ახალი პროგრამა დაიწყო. ამიერიდან კიბერშეტევები ტერორიზმის აქტს გაუტოლდა და გამოძიება, ასევე შესაბამისი რეაგირება მსგავსი პროტოკოლით მოხდება.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1623734506

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989
ნოვოვაქსის“ ვაქცინამ
 90%-ზე მეტი ეფექტიანობა
აჩვენა

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტიანობ...

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მ...

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.